ივერიონი / „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში მთავრობის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში მთავრობის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს

დეპუტატი სერგო რატიანი ნაციონალური მოძრაობის გეგმებზე საუბრობს. მისი განცხადებით, უახლოეს პერიოდში ოპოზიციური პოლიტიკური პარტია პარლამენტში მთავრობის იმპიჩმენტის პროედურის დაწყვებას აპირებს. 

 

"ეს არის ახალი პოლიტიკური ეტაპი. ეს კრიზისი შეეხო ყველა ადამიანს. მთავრობას არა აქვს რესურსი ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანისთვის. მათ აქვთ პასუხისმგებლობა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წინაშე. ჩვენ არ გვაქვს უფლება, არ ვთქათ, რომ ეს მთავრობა აუცილებლად უნდა წავიდეს. ეს აქცია არის პროცესის დასაწყისი. ჩვენ პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურას დავიწყებთ. ვფიქრობ, მალე ყველა მიხვდება, რომ მთავრობა უნდა წავიდეს. ჩვენ ველოდებოდით ამდენ ადამიანს და დღეს კიდევ უფრო მეტი ადამიანია. ეს აქციები შემდეგში უფრო მასშტაბური იქნება," - აცხადებს სერგო რატიანი.  

 

 

21-03-2015, 18:49
უკან დაბრუნება