ივერიონი / ეკა ბესელია: "ნაციონალური მოძრაობის" აქცია უმწეო სანახაობა აღმოჩნდა!

ეკა ბესელია: "ნაციონალური მოძრაობის" აქცია უმწეო სანახაობა აღმოჩნდა!

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ეკა ბესელია  "ნაციონალური მოძრაობის"  აქციას აფასებს და აღნიშნავს, რომ დაგეგმილი აქცია, რომელიც "ნაციონალების" აზრით, პოლიტიკურად გარდამტეხი უნდა ყოფილიყო, სინამდვილეში ძალიან უმწეო სანახაობა აღმოჩნდა.

"დღევანდელმა დღემ "ნაციონალურ მოძრაობას" აჩვენა საკუთარი უმწეობისა და ჩვენი მოსახლეობის უნდობლობის ხარისხი, კომიკური სააკაშვილის აფიორა, რაც მათ ძალაუფლებისგან აშორებთ.

მოძალადეები ხელისუფლებაში დაბრუნებას ვერასდროს ვერ შეძლებენ. მათი ოცნება,- დაამხონ ხელისუფლება აუსრულებელია!

ჩვენ ვამკვიდრებთ დემოკრატიულ ინსტუტუტებს და ვაშენებთ განსხვავებას, რომ სადაც დღეს იდგნენ, იქ, "ნაციონალური მოძრაობა" საკუთარ მოქალაქეებს კლავდა, ძალადობდა. ჩვენ კი ვქმნით ადამიანის უფლებების ახალ სტანდარტს- ბიძინა ივანიშვილი გადადგესო, გაჰყვიროდნენ. საიდან უნდა გადადგეს?

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები საკუთარი სურვილით, საკუთარ მარცხს კიდევ ერთხელ და საბოლოოდ იგემებენ! ერთადერთი, რაც მათ აღელვებთ, ეს ძალაუფლების დაკარგვაა. მხოლოდ ესაა მათი წუხილი."- განაცხადა ბესელიამ.

 

წყარო: "რეპორტიორი"

22-03-2015, 07:54
უკან დაბრუნება