ივერიონი / "მთავრობის მაგივრად ნაცებს რატომ აგინებთ? იმიტომ, რომ "ბუა" ოპოზიციის ფონზე ქოცებმა მშვიდად განაგრძონ ქვეყნის დაქცევა, ხოლო ივანიშვილმა უსირცხვილოდ იამაყოს"?

"მთავრობის მაგივრად ნაცებს რატომ აგინებთ? იმიტომ, რომ "ბუა" ოპოზიციის ფონზე ქოცებმა მშვიდად განაგრძონ ქვეყნის დაქცევა, ხოლო ივანიშვილმა უსირცხვილოდ იამაყოს"?

ირინა სარიშვილი საკუთარ "ფეისბუქზე" სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც "ივერიონი" უცვლელად გთავაზობთ:

"ბოლო დღეებია, აი ამ წუთების ჩათვლით, ორი ურთიერთდაპირისპირებული მხარის სრულიად არაადექვატურ ემოციებს ვადევნებ თვალყურს:

 

1. ნაცების ნაწილის მოლოდინი, რომ 21 მარტის აქცია დაიწყებოდა და საღამოსთვის ხელისუფლება უკვე შეცვლილი იქნებოდა;

 

2. ნაცების მოწინააღმდეგეთა ნაწილის ლანძღვა–გინება და წყევლა 21 მარტის აქციაზე მიმსვლელთა მისამართით, რომელიც აქციის დასრულებისთანავე დაცინვამ და საყოველთაო ჟრიამულმა შეცვალა: რა ცოტანი ყოფილან და არც არაფერი მომხდარა, დაიშალნენო…

 

ორივე შემთხვევაში კარგად ნაცნობი სურათია: გვესმის ისე, როგორც გვინდა, რომ გავიგოთ, ვხედავთ იმას, რისი დანახვაც გვინდა და შემდეგ ან გვიხარია, ან გვწყინს, რასაც რეალობასთან სინამდვილეში არაფერი კავშირი არა აქვს.

 

ნაცების შემთხვევაში, ალბათ, ეს იმითაც შეიძლება აიხსნას, რომ აქციის წინ გარკვეული მუხტი შექონდათ მომხრეებში (ასეთი პრაქტიკა ქუჩის აქციების "სპეციალისტებისთვის" უცხო არ არის) და ალბათ ცოტა იყო ისეთი, რომელსაც მართლა ეგონა, რომ ამ აქციით ყველაფერი შეიცვლება. თუმცა აქაც ზომაა ალბათ საჭირო, რომ ცრუ მოლოდინის დიდი დოზით შექმნით მომხრეებში იმედგაცრუება არ გამოიწვიო, როგორც ეს გრეჩიხების აქციების დროს მოხდა…

 

აი, რაც შეეხება ნაცების მოწინააღმდეგეებს, აქ უფრო რთულადაა საქმე: ჯერ ისტერიული ლანძღვა–გინება აქციის მონაწილეთა მისამართით, შემდეგ ასეთივე ისტერიული სიხარული: ცოტანი ყოფილხართ და მორჩა, დღეს თქვენი ბოლო იყოო.

 

ჯერ ერთი, კარგად გავიხსენოთ( სულ ახლო წარსულზეა ლაპარაკი), რამდენჯერ გაქვთ ასეთი გამარჯვების ყიჟინა დაცემული? 2012 წლის შემოდგომიდან დაწყებული, ყველა არჩევნებზე, ყველა სიტუაციაში რამდენჯერ გადაწყვიტეთ, რომ ნაცები დასრულდნენ? მარტო ნარმანიას მერად არჩევის პერიოდს შეგახსენებთ და ესეც კმარა! არ გახსოვთ, მელიას დამარცხება რომ "ნაციონალების კუბოზე ბოლო ლურსმნის დაჭედებას" ნიშნავდა (ამ ფრთიანი გამონათქვამის ავტორი ალბათ მაპატიებს, არ მახსოვს, იმდენმა აიტაცა) ?

 

იმის მერე რამდენი რამ და რამდენჯერ დაბრალდა კიდევ ნაცებს??? რა, ადგნენ კუბოდან??? ხვალიდან რომ ისევ ყველაფერზე ნაცებისკენ გაიშვერს ხელს მოძალადეების გარეთ ყოფნით ამაყი ივანიშვილი და პარტიების უმრავლესობა რომ ისევ მის დაკრულზე იცეკვებს, მერე გაგახსენოთ ისევ, დღეს რასაც ყიჟინებთ??? მე, თქვენს ადგილზე, იქ 100, 200 თუ ზოგი მონაცემით 500 ლარად მისული ხალხის ლანძღვასა და დაცინვასაც მოვერიდებოდი,რადგან თუ დღევანდელმა ხელისუფლებამ ისე გააგრძელა როგორც დღეს, უწამლოდ, უპუროდ დარჩენილ ადამიანთა რიცხვი გაიზრდება და ხვალ იქ თქვენი ახლობელიც, თუ თავად თქვენ არა, შეიძლება აღმოჩნდეთ!

 

თუ გგონიათ დიდი განსხვავებაა, აქციაზე წახვალ ფულის გამო თუ ხმას მისცემ ვინმე მილიარდელს იმ იმედით, რომ ხვალ იმ მილიარდებს შენ დაგირიგებენ, თან უფასოდ!

 

ხალხის რაოდენობას რაც შეეხება, ჯერ ერთი, პრინციპშივე არასწორია რაოდენობით დასკვნების გაკეთება! მეორეც, რა, 5000, 1000 თუ ბოლო მონაცემით 12460 თქვენ ცოტა გგონიათ??? იმის ფონზე, როგორი იარლიყებითაც დამარცხდნენ ნაცები??? სულ რაღაც 2 წელიწადში უკვე მესამე აქციის ჩატარება თქვენ გეცოტავებათ??? 2 წელი ბევრია იმისათვის, რომ არცერთი, ხაზს ვუსვამ, არცერთი დაპირება არ შესრულო, მაგრამ გალანძღულმა, სისხლის სამართლის დამნაშავედ გამოცხადებულმა ნაცებმა რომ 3 აქცია ჩაგიტარონ, ამისთვის 2 წელი ძალიან ცოტაა!!! აბა გაიხსენეთ სააკაშვილის პერიოდი, რამდენი წლის მერე დაიწყო აქციები??? აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ იმ აქციებს სათავეში სისხლის სამართლის დამნაშავეებად გამოცხადებულები არ ედგნენ!!!

 

რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, ე.წ. ოპოზიციას:

"კოლეგებო"! დავიჯერო ვერ ხედავთ, რა თამაშს აწარმოებს დღეს ქოცთა ხელისუფლება??? როდემდე უნდა შეუწყოთ მათ ხელი ნაცების საფრთხობელად დატოვებაში??? და თუ ეს ასე არ არის, მთავრობის მაგივრად ნაცებს რატომ აგინებთ??? აგინებთ იმიტომ, რომ "ბუა" ოპოზიციის ფონზე ქოცებმა მშვიდად განაგრძონ ქვეყნის დაქცევა, ხოლო ივანიშვილმა უსირცხვილოდ იამაყოს, ასეთი მთავრობა ევროპის ნებისმიერი ქვეყნისთვის სანატრიაო (სტილი დაცულია).

 

ნაცები რომ ამ დროს უქმად არ დაკარგავენ, ვერ ხვდებით???

მოკლედ, მე ჩემი მითქვამს:

 

თუ ქოცები ძველებურად აპირებენ ქვეყნის "მართვას", ხოლო პოლიტიკური პარტიების დიდი უმრავლესობა გააგრძელებს ქოცების დაკვეთით ნაცების გინებას, ნაცების აქციებიც გახშირდება და უფრო მეტი ხალხი მივა! და ერთ მშვენიერ დღეს მამა–მარჩენალი თავისი უძღები გუნდით საკუთარი ხელით დაგებულ მახეში აღმოჩნდება!

 

მათი ნაწილი კი გაასწრებს, მაგრამ აი თქვენ რას შვებით, თქვენ??? თქვენ გეკითხებით, დაქცეულ, დამშეულ ქვეყანაში ნაცების აქციის დასრულებით გახარებულებო??? ალბათ, სხვა მამა–მარჩენალს დაელოდებით…

როდემდე???????????????| – წერს ირინა სარიშვილი.

22-03-2015, 10:09
უკან დაბრუნება