ივერიონი / „ნაციონალური მოძრაობა“ ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

„ნაციონალური მოძრაობა“ ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

ნაციონალური მოძრაობა მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურების დასაწყებად ემზადება. მომავალი კვირიდან ოპოზიციური პარტია კოლეგებთან მოლაპარაკებებს გამართავს და ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებს.

 

"კურიერთან" საუბრისას ნაციონალური მოძრაობის წევრმა, პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ იმპიჩმენტის დასაწყებად საკმარის ხმებს მოაგროვებენ, რადგან მისი თქმით პარლამენტში არიან დეპუტატები, რომლებიც ხედავენ, რომ ქვეყანაში პრობლემებია.

 

ჯერეჯრობით უცნობია შეუერთდებიან თუ არა თავისუფალი დემოკრატები ნაციონალების ინიციატივას. ამ თემაზე ისინი კომენტარს სარ აკეთებენ, თუმცა პარტიამ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია:

 

"თავისუფალმა დემოკრატება პირველმა დავაყენეთ მთავრობის გადადგომის საკითხი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დაუფიქრებლად შევუერთდებით ყველა პროცესს და პროცედურას."

 

შეგახსენებთ, რომ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ პროცედურების დაწყებაზე განცხადება ნაციონალური მოძრრაობის წევრებმა გუშინდელ აქციაზე გააკეთეს. 

22-03-2015, 12:45
უკან დაბრუნება