ივერიონი / დაიჭერენ თუ არა გივი თარგამაძეს?

დაიჭერენ თუ არა გივი თარგამაძეს?

დეპუტატი გივი თარგამაძე რუსლან ბაზიაშვილის მიერ მისთვის მასალის მიწოდების შესახებ  და კანონიერი ქურდის ლავას ოღლის ქვეყანაში შემოყვანა-გაყვანის შესახებ საუბრობს.

 

ამ საკითხზე საუბრისას თარგამაძე კახი კალაძის ინტერესებს უსვამს ისევ ხაზს და აღნიშნავს, რომ "აჭარაში დაბრუნდა შევარდნაძის პერიოდის ქურდული გავლენა".

 

გივი თარგამაძე ნდობის ჯგუფის შესახებაც აკეთებს განმარტებებს და ამბობს, რომ ირაკლი სესიაშვილი "უნიათო ადამიანია" და ნდობის ჯგუფი რეალურად არ მუშაობს.

 

გივი თარგამაძე ამბობს, რომ მოქმედ და ყოფილ პრემიერს აქვს მისი დაპატიმრების სურვილი და არ გამორიცხავს, რომ  დღევანდელ ხელისუფლებას ასეთი დირექტივა რუსეთიდანაც ქონდეს მიღებული, თუმცა ის დარწმუნებულია, რომ ამას ვერ მოახერხებენ. 

 

"აქამდე ვერაფერი მომიძებნეს. ამიტომ საერთოდ არ ველოდები ჩემს დაკავებას. ეს უნდა დაივიწყონ," - აცხადებს გივი თარგამაძე.

 

დეპუტატი კიდევ ერთხელ მოუწოდებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ დაიცვან სამსახურიდან გათავისუფლებული პოლიციელის უფლებები.

22-03-2015, 12:50
უკან დაბრუნება