ივერიონი / დიდი დასუფთავება კანცელარიასთან-„ევრაზიის ინსტიტუტმა“ ნაციონალურ ნარჩენებს დეზინფექცია ჩაუტარა

დიდი დასუფთავება კანცელარიასთან-„ევრაზიის ინსტიტუტმა“ ნაციონალურ ნარჩენებს დეზინფექცია ჩაუტარა

"ევრაზიის ინსტიტუტის" წარმომადგენლები მთავრობის კანცელარიის შენობასთან შეიკრიბნენ და ტერიტორიაზე ქიმიური სადეზინფექციო ხსნარი მოასხეს. 

 

როგორც აქციის მონაწილეებმა განმარტეს, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გუშინ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები კანცელარიასთან მთავრობის გადადგომის მოთხოვნით შეიკრიბნენ. 

 

"ჩვენ აქ მოვედით იმისთვის, რათა ჩაგვეტარებინა დეზინფექცია. მივიჩნევთ, რომ ეს არის დესტრუქციული ძალა, რომელიც გავისტუმრეთ მშვიდობიანი გზით ხელისუფლებიდან, მაგრამ მათ მცირერიცხოვანი მხარდამჭერების მობილიზება მოახერხეს, აქ მოვიდნენ  და დატოვეს მავნე იდეოლოგიური ნარჩენები, რასაც ჩვენ ვასუფთავებთ",-განაცხადა "ევრაზიის ინსტიტუტის" წევრმა ირაკლი ყიფიანმა. 

 

ცნობისთვის, "ნაციონალურმა მოძრაობამ" გუშინ გამართულ აქციაზე   მთავრობის გადადგომა მოითხოვა. აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ. შემდეგ მათ  მთავრობის კანცელარიის შენობასთან გადაინაცვლეს და სკანდირებენ, - "გადადექი, გადადექი". "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია კანცელარიასთან დასრულდა. 

 

წყარო: news.ge

22-03-2015, 19:19
უკან დაბრუნება