ივერიონი / ბელა ალანია: „სუსხი, რომელიც მუდმივად მამაშენს სწვდება, შეიძლება შენამდეც მოვიდეს“.

ბელა ალანია: „სუსხი, რომელიც მუდმივად მამაშენს სწვდება, შეიძლება შენამდეც მოვიდეს“.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის მეუღლემ, ბელა ალანიამ სოციალურ ქსელში ასეთი ინფორმაცია განათავსა:

 

„ბექა, შვილო, ვიცი შემოხვალ და წაიკითხავ ამ გზავნილს. რამდენიმე დღის წინ შენ დადე სურათი, რომელიც მანქანაში გქონდა გადაღებული. მართლაც, ულამაზესი მანქანა იყო და მე მიგიწერე კიდეც, რა კარგი იქნებოდა ეს მანქანა შენი იყოს-მეთქი. ვიცი, რომ შენმა მეგობარმა ეს მანქანა 1-2 დღით იქირავა ერთ -ერთ გერმანულ სოფელში გასამგზავრებლად. მესმის ბექა, რომ ახალგაზრდა ხარ და შეგიძლია სოციალურ ქსელში დადო ისეთი სურათი როგორიც გაგიხარდება. ეტყობა, ენ ჯერ არ იცი, რომ სუსხი, რომელიც მუდმივად მამაშენს სწვდება, შეიძლება შენამდეც მოვიდეს. ამ სურათს როცა იღებდი, ალბათ არც გიფიქრია, რომ "დრონი. გე"  სტატიას გამოაცხობდა:   "აი, ასეთი მანქანა ჰყავს შალვა ნათელაშვილის ვაჟს",- წერს ბელა ალანია.

23-03-2015, 20:37
უკან დაბრუნება