"მერია ქამრებს საშუალო და ქვედა რგოლს უჭერს,"- ეს განცხადება საკრებულოში ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სხდომაზე გაკეთდა. ოპოზიციის მოთხოვნის მიუხედავად სხდომაზე არ გამოცხადდა თბილისის მერი დავით ნარმანია.
ფრაქციის სხდომაზე საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის წევრებმა თბილისის ბიუჯეტის შემცირების საკითხი განიხილეს და თბილისის მერიას ე.წ. "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკა დაუწუნეს.
"საკრებულოს მმართველი კოალიცია მერიას ბრმად ეთანხმება, ქამრების შემოჭერაზე მერიამ მილიონ რვაასი ათასი ლარი დაზოგა, რაც არ არის საკმარისი. აუცილებელია მოხდეს დეტალური განხილვა ამ საკითხების,"- აცხადებს გიორგი აბესაძე.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ თბილისის მთავრობის წარმომადგენლების დაბარება საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე უნდა მოხდეს.