ივერიონი / როგორ აპირებს ხადური თბილისის ევროპული ბიზნესის ცენტრად გადაქცევას?

როგორ აპირებს ხადური თბილისის ევროპული ბიზნესის ცენტრად გადაქცევას?

თბილისში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრისთვის ემზადებიან.

 

მსგავსი ბიზნესფორუმი კავკასიის რეგიონში პირველად იმართება. სწორედ მიმდინარე ღონისძიებები განიხილეს შეხვედრის ორგანიზების სამთავრობო კომისიის მორიგ სხდომაზე, რომელიც ფინანსთა სამინისტროში გაიმართა.

 

ნოდარ ხადურის განცხადებით, საქართველოში 60-ზე მეტი ქვეყნის მაღალი დონის დელეგაციები ჩამოვლენ.

 

"ვფიქრობ, რომ საქართველოს ცნობადობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამავე დროს მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ პერიოდის განმავლობაში რეალურად თბილისი გახდება ევროპული ბიზნესის ცენტრი," - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

 

თბილისის მერის თქმით, მერია უზრუნველყოფს ღონისძიების ჩატარებას და ჩაერთვება საპროტოკოლო და სხვა სახის ღონისძიებებში.

 

"ჩვენ ფორუმში მივიღებთ მონაწილეობას, სადაც დედაქალაქის საინვესტიციო პოტენციალის და შესაძლებლობების პრეზენტაცია გაკეთდება და ყველა ორგანიზაციულ და ტექნიკურ საკითხში, როგორც მასპინძელი ქვეყნის დედაქალაქი, აქტიურად ვიქნებით ჩართული," - განაცხადა დავით ნარმანიამ.

24-03-2015, 17:32
უკან დაბრუნება