ივერიონი / თეა წულუკიანი: რელიგიური პრობლემები მხოლოდ დიალოგით არ გადაწყდება

თეა წულუკიანი: რელიგიური პრობლემები მხოლოდ დიალოგით არ გადაწყდება

რელიგიურ გაერთიანებათა სტატუსის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, გამოხატვის თავისუფლებისა და დაფინანსების საკითხები განიხილეს დღეს "თბილისი მარიოტში" "კავშირ 21-ე საუკუნის" ორგანიზებით ინტერრელიგიური ჯგუფის საინფორმაციო შეხვედრაზე.


შეხვედრას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ნესწრებოდნენ.


ეს ინტერრელიგიური დიალოგის პირველი პრეცენდენტი იყო და მას საინფორმაციო ხასიათი ჰქონდა. შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა ხანმოკლე პრეზენტაციები გამართეს და ხელისუფლების წარმომადგენლებს პრობლემები პირადად გააცნეს. თანამშრომლობის რეჟიმში განიხილებოდა. 


შეხვედრას სხვადასხვა რელიგიური გაერთიანების წარმომადგენლები ესწრებოდნენ: საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესია, მუსლიმთა სამმართველო, სომეხთა წმიდა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია, რომის კათოლიკე ეკლესია, იეზიდთა თემი საქართველოში, ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესია, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია, ებრაელთა თემი, ევანგელურ-ლუთერანული ეკლესია, მეშვიდე დღის ქრისტიან ადვენტისტთა ეკლესია და ხსნის არმია.


"ჩვენთვის სასულიერო სფერო საკმაოდ მნიშვნელოვანია, საერო ხელისუფლებას გაგვაჩნია ის ბერკეტები, რაც რელიგიური პრობლემების მოგვარებისთვისა არის საჭირო. ბუნებრივია, მხოლოდ დიალოგით ეს პრობლემები არ გადაიჭრება და აუცილებელია შეიქმნას სამუშაო მექანიზმები უფრო ხშირი კომუნიკაციისთვის", _ განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.


თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა ასევე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.


ინტერრელიგიური შეხვედრა გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მხარდაჭერითა და პროექტის ფარგლებში - "რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების დაცვა – დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხარდაჭერისათვის საქართველოში" გაიმართა.

15-11-2012, 14:46
უკან დაბრუნება