მიმაჩნია, რომ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი და საიდუმლო საქმეებით სპეკულირება არ არის ვაჟკაცების საქმე-ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას იმ განცხადების საპასუხოდ გააკეთა, რომლის მიხედვითაც, პარიზში ყოფნისას მას მინდია ჯანელიძე ურეკავდა და ეუბნებოდა, რომ ხელი არ მოეწერა საჰაერო თავდაცვის შესახებ მემორანდუმისათვის . პრემიერ-მინისტრი ალასანიას განცხადება სპეკულაციას და უზნეო საქმეს უწოდებს.