ივერიონი / თეა წულუკიანი: პოლიტიკოსობა არავისთვის იქნება იმუნიტეტი

თეა წულუკიანი: პოლიტიკოსობა არავისთვის იქნება იმუნიტეტი

კუდ-ისა და სოდ-ის მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი "ივერიონთან" საუბრისას აცხადებს, რომ არც ერთი დაკავება პოლიტიკური ნიშნით არ მომხდარა.


"არც ერთი ის დაკავება, რომელიც ამ დღეებში მოხდა არ იყო პოლიტიკური ელფერის მატარებელი. დანაშაული სახეზეა და სწორედ ამიტომ წაეყენათ მათ ბრალი. უბრალოდ, დაკავებულები ადრე თანამდებობის პირები იყვნენ,  პოლიტიკა კი ნამდვილად ვერ იქნება ვერც ერთი პოლიტიკოსისთვის იმუნიტეტი", _ ამბობს წულუკიანი.


მინისტრის განცხადებითკუდ-ისა და სოდ-ის ცხრა ყოფილი თანამშრომელია დაკავებული. "როგრც ჩანს, ეს იყო ჯგუფი, რომელიც ახალ ტექნოლოგიებს იყნებდა საიმისოდ, რომ ხელყოფილიყო ადამიანთა უფლებები, კერძოდ, ისინი აწარმოებდნენ უკანონო მოსმენებს და ინფორმაციები სხვადასხვა კომპიუტერებიდან გამოჰქონდათ".

15-11-2012, 15:35
უკან დაბრუნება