ივერიონი / როგორ ხალისობენ „ფეისბუქში“ ნაციონალები ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლაზე

როგორ ხალისობენ „ფეისბუქში“ ნაციონალები ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლაზე

პრემიერ-მინისტრის პრესკონფერენციას სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მხარდამჭერები ეხმაურებიან. აი რას წერენ ისინი:

გოგა ხაჩიძე - ღარიბაშვილმა სიამაყით ჩამოთვალა უამრავი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაკეთებული რეიტინგი და როდესაც კითხვა პოლიტიკური რეიტინგის კლებაზე დაუსვეს - რეიტინგები უსაქმურების საქმეაო.

 

ნანუკა ჟორჟოლიანი - ნაცების ოფისში რაც ხდებოდა წინა ღამეს ვიციო. შენ და საიდან იცის , ღამით პარტიის ოფისში რა ხდებოდა?! "ამ ქვეყანაში კანონზე მაღლა ვერავინ დადგება" ღარიბაშვილი

სიმამრი მომიკითხეთ ბატონო პრემიერ მინისტრო

***

სააკაშვილი იმდენჯერ ახსენა, რთული მისახვედრი არაა რომელ გადაცემას უყურა გუშინ:)

მადლობა ბატონო პრემიერ მინისტრო:)

 

თამარა ჩერგოლეიშვილი - კონფერენციაზე ვზივარ და თავს ძლივს ვიკავებ რომ ხმამაღლა გადავიხარხარო!

 

ზაზა ბიბილაშვილი - ვერ ვუყურებ პატარა ჰაკიმს... მარა ნიუსფიდით ვხვდები, რომ წუთ-ხხეობის (წ/ყ) კოეფიციანტით იმ ბრძენ კაცს არ უდებს ტოლს. ეს თუ ასე გააგრძელებს, განორიცხული არაა, ერთ მშვენიერ დღეს საზოგადოება 2030-ის ექსპერტობაც შეძლოს.

 

მიშა თავხელიძე - ჰაკიმ ფაშა რომ სეროჟას სიზმარს გვიყვება, ეს პრობლემის მხოლოდ ერთი ნახევარია.

მეორეა, რომ глав-მოქალაქეს ეს სიზმარი რეალობა ჰგონია.

 

ნუგზარ წიკლაური - ამ პიონერხელმძღვანელმა რა ეკონომიკა უნდა გამოასწოროს?

 

მარიამ საჯაია - არასდროს მიფიქრია, რომ ბოლის აპარატი ალაპარაკდებოდა და თან ამას ტელევიზიით გააშუქებდნენ.

 

ლექსო მაჭავარიანი - მოზვერის მაგივრად ღარიბაშვილი ხომ არ შეგვეწირა ღმერთისთვის?

 

გოგა ხაჩიძე - 100 საწარმო დღემდე ვერავინ მიაგნო და ერთ გამოსვლაში 100 ტყუილი ყველამ მოისმინა.

ამას 100 საწარმო - 100 ტყუილში ხომ არ ერევა?...

 

 

 

„ამბები.გე“

26-03-2015, 18:52
უკან დაბრუნება