ივერიონი / რა გახდა 29 წლის ორსულის გარდაცვალების მიზეზი?

რა გახდა 29 წლის ორსულის გარდაცვალების მიზეზი?

ორსული მაია ვერძაძის ოჯახი ბათუმელ მედიკოსებს არაკომპეტენტურობასა და არასათანადო მკურნალობაში ადანაშაულებს.

 

პაციენტის მძიმე მდგომარეობის და ოჯახის მოთხოვნის მიუხედავად, ბათუმის სამშობიარო სახლმა საკეისრო კვეთაზე უარი თქვა, რასაც ბავშვის დაღუპვა მოჰყვა. დაგვიანებული მკურნალობის შემდეგ კი ვერც ახალგაზრდა ქალის გადარჩენა მოხერხდა.

 

ჟურნალისტებთან დღეს არ გამოჩენილა არც ერთი ექიმი, ვინც მაია ვერძაძის მკურნალობასა და ოპერაციებში მონაწილეობდა. მომხდარის შესახებ, მათ ნაცვლად, განცხადება სამშობიარო სახლის დირექტორმა გააკეთა.

 

კლინიკის ადმინისტრაცია ირწმუნება, რომ ორსული საავადმყოფოში უკვე მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს.

 

ორსულის გარდაცვალებას დღეს ჯანდაცვის მინისტრიც გამოეხმაურა. დავით სერგეენკოს თქმით, მსგავსი შემთხვევები განსაკუთრებულ კონტროლზე ჰყავს აყვანილი.

 

კვლევის დასრულებამდე ექიმების ბრალეულობაზე საუბრისგან თავს იკავებენ ექიმთა საქმიანობის რეგულირების სააგენტოში. სპეციალისტებმა დოკუმენტაციის შესწავლა უკვე დაიწყეს.

 

გარდაცვლილი მაია ვერძაძის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ეს არ არის ამ კლინიკაში პაციენტის გარდაცვალების პირველი შემთხვევა. ბათუმის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხოლოდ წელს ამ კლინიკაში ორი მშობიარე დაიღუპა.

26-03-2015, 19:14
უკან დაბრუნება