საქართველოს პროკურატურაში ე.წ. კაბელების საქმეზე შეხვედრა მიმდინარეობს. პროკურორები და ადვოკატები საქმის მასალებზე მსჯელობენ. ადვოკატები საგამოძიებო ორგანოს შენობაში უკვე 3 საათზე მეტია, რაც იმყოფებიან.
"არანაირი დანაშაული არ მომხდარა. შესაბამისად, ვერანაირი მტკიცებულება ვერ იარსებებს. ეს არის წარმოუდგენელი ამბავი. არის ორი ექსპერტიზის დასკვნა და დასტურდება, რომ 8 პირის ჩვენება ერთი ადამიანის მიერ არის შედგენილი და დაკოპირებული ნაწერებია გადატანილი ერთი ფურცლიდან მეორეზე. ეს დადასტურებულია,"- განაცხადა ადვოკატმა ლევან სამუშიამ ე.წ. კაბელების საქმეზე საუბრისას.