ივერიონი / ზაზა ხატიაშვილი: „დღეს საქმეებს ქურდული სამყაროს წევრები აგვარებენ"

ზაზა ხატიაშვილი: „დღეს საქმეებს ქურდული სამყაროს წევრები აგვარებენ"

"ადვოკატთა ასოციაციის" ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ქვეყანაში სახელმწიფო პოლიტიკა იცვლება. ხატიაშვილის თქმით, საქმის მოსაგვარებლად მხარეებს ქურდული სამყაროს ავტორიტეტები დაჰყავთ.

 

კონკრეტული შემთხვევა ადვოკატ მზია თომაშვილს ეხება. "ადვოკატთა ასოციაციის" პრეზიდენტის განცხადებით, ადვოკატის კუთვნილი ავტომობილის დაზიანებისას დამნაშავემ თომაშვილს ბექა ჩარკვიანი მიუგზავნა, რის შემდეგაც, ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებების მიუხედავად, პროკურატურამ ადვოკატ თომაშვილის წინააღმდეგ აღძრა საქმე.

 

ხატიაშვილი მთავარ პროკურატურას ეფექტური გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მასშტაბურ საპროტესტო აქციებს გეგმავს.

26-03-2015, 19:27
უკან დაბრუნება