"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერი გივი თარგამაძის დაკითხვა, მთავარ პროკურატურაში დასრულდა. თარგამაძე პროკურატურაში 8 საათზე მეტ ხანს იმყოფებოდა. საგამოძიებო უწყებამ თარგამაძეს მოწმის სტატუსით დაკითხა. გამოძიებას პარლამენტის წევრთან კითხვები შსს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე ჰქონდა
"ძირითადად ინფორმაცია მივაწოდე მე, კითხვები ჰქონდათ სულელური, ანუ რატომ არ მაქვს თან მობილური ტელეფონი. მაქვს თუ არა სურვილი, რომ ტელეფონი დაათვალიერონ და შიგნით ალბათ ჩიპი ჩადონ. სხვა მხრივ დაინტერესება რაიმე სერიოზული თემით გამოძიებას არ ჰქონია. მხოლოდ გამოსჭვიოდა ინტერესი იმის, რომ როგორმე გახლართონ ამ საქმესი პატიოსანი პოლიციელი რუსლან ბაზიაშვილი, ან დავით მანჯავიძე რომელსაც ქურდების წარმომადგენლებმა მანქანა დაუწვეს. ერთ რამე ჩანდა აშკარად, რომელიც მიიღეს ტელევიზორიდან იმ ბიჭისგან , რომელიც დღეს საოცრებებს აფრქვევდა ტელევიზორიდან პრესკონფერენციაზე. ცდილობენ,რომ უბრალოდ მიუსადაგონ რამენაირად მის დავალებას,"-განაცხადა გივი თარგამაძემ.
შეგახსენებთ , რომ რუსლან ბაზიაშვილი ძალოვანი უწყებიდან სწორედ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით გაათავისუფლეს. სამინისტროს ხელმძღვანელობა მას გივი თარგამაძისთვის არასაჯარო ინფორმაციის მიწოდებას ედავება. საუბარია საზღვრის კვეთის მონაცემებზე, რომელიც ბათუმში პოლიციის მკვლელობის საქმეს უკავშირდება.