" ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ყველა მდინარეს, რომელსაც პოტენციალი გააჩნია, ავაშენოთ და შევქმნათ ჰიდროელექტროსადგურები", – ამის შესახებ განცხადება ყოფილმა ენერგეტიკის მინისტრმა, დავით მირცხულავამ გადაცემაში, კვირის 2030 გააკეთა.
მირცულავას თქმით საქართველოს ჰიდრო რესურსის მხოლოდ 18 პროცენტი აქვს ათვისებული.
" ჩვენი სტრატეგიული რესურსი არის ჩვენი ჰიდროპოტენციალი. აქედან გამომდინარე ინვესტიციებს, ინვესტორებს, საინვესტიციო კლიმატს ამ დარგში აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა. ჩვენ 18 პროცენტი გვაქვს ათვისებული და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ყველა მდინარეს, რომელსაც პოტენციალი გააჩნია, ავაშენოთ და შევქმნათ ისეთი ჰიდროელექტროსადგურები, რომლებიც ეკოლოგიურადაც მისაღები იქნება და ჩვენი ეკონომიკის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს", – განაცხადა დავით მირცხულავამ.