ის, რომ ხელისფულება აპირებს თავის თავზე მოირგო კონსტიტუცია, სიმართლეს არ შეესაბამება, განცხადება ამის შესახებ, საქარტველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილმა საკონსტიტუციო კომისიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
"ცოტა ხნის წინ, ძალიან მნიშვნელოვანი ფუნდამენტური ცვლილებები შევიდა ძალაში, რომელიც სახელმწიფო ხელისუფლების სისტემას სხვაგვარად ალაგებს და ხელისუფლების დანაწილების ახალ მოდელს გვთავაზობს. მნიშვნელოვნად შეიცვალა პრეზიდენტის, მთავრობის, პრემიერის და პარლამენტის ფუნქციები. ამ ყველაფერმა ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ჩვენ დაგვანახვა სიკეთეც და გარკვეული საკითხიც, რომელთა დაზუსტება კონსტიტუციის სწორი და თანმიმდევრული ინტერპრეტაციის გზით არის აუცილებელი. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის დროს ჩვენ განვაცხადეთ, რომ არ უნდა ამ პროცესს ზედმეტი არასასურველი აჟიოტაჟი იმის თაობაზე, რომ ახლა უკვე ახალი ხელისუფლება აპირებს, თავის თავზე მოირგოს კონსტიტუცია - ეს ასე არ არის.
ჩვენ არ მოვინდომეთ და არ გავაკეთეთ სწრაფი ცვლილებები, ჩვენ არ მოვინდომეთ და არ გავაკეთეთ სახელისუფლებო გუნდის მხრიდან ინიცირებული საკითხების დომინირება სამუშაო ჯგუფებში, პირიქით, ამოცანა იყო ის, რომ ყველას გვქონოდა საშუალება, გამოგვეთქვა საკუთარი პოზიცია, შეგვეთავაზებინა საკუთარი ხედვა ამა თუ იმ კონსტიტუციური ინსტიტუტის, ამა თუ იმ ნორმის, ამა თუ იმ მექანიზმის დახვეწის თუ გაუმჯობესების თვალსაზრისით. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვინდა მოვამზადოთ იმ ტიპის ცვლილებების პაკეტი, რომელიც ქვეყანას, სახელმწიფოს სჭირდება. დღევანდელ ქვეყანას და სახელმწიფოს კი დღევანდელი საზოგადოება წარმოადგენს და არა აბსტრაქტული იდეები. ამიტომ დღევანდელი საზოგადოებისთვის, პოლიტიკური სპექტრისთვის მისაღები უნდა იყოს ის ინოვაციები, რასაც კომისია საბოლოოდ შესთავაზებს პარლამენტს. ამ პრინციპით ვმუშაობთ ჩვენ", - განაცხადა უსუფაშვილმა.