ივერიონი / მოკლული ბიზნესმენის მეუღლე მკვლელობასთან გიორგი უდესიანის კავშირებზე მიანიშნებს

მოკლული ბიზნესმენის მეუღლე მკვლელობასთან გიორგი უდესიანის კავშირებზე მიანიშნებს

მოკლული ბიზნესმენის მეუღლე მკვლელობასთან გიორგი უდესიანის კავშირებზე მიანიშნებს.

 

ჟურნალისტებთან საუბრისას ეკა ხარძიანი აცხადებს, რომ მკვლელობა იმ ბიზნესწილებს ეხება, რომელთან დაკავშირებითაც ბიზნესმენს სასამართლოში დავა ჰქონდა.

 

"პირველი ინსტანცია მოიგო, საქალაქო სასამართლომ მის სასარგებლოდ გამოიტანა განაჩენი და ახლა აპელაციაში გრძელდება დავა," - აცხადებს ეკა ხარძიანი, რომელიც აქვე ყოფილ ბიზნესპარტნიორ გიორგი უდესიანის კავშირებზე მიანიშნებს.

28-03-2015, 20:59
უკან დაბრუნება