პროკურატურას ხარძიანის მკვლელის რამდენიმე ფოტორობოტი აქვს. ინფორმაციას ამის შესახებ მოკლული ბიზნესმენის ოჯახის ადვოკატი მალხაზ სალაყია ავრცელებს. არსებული ინფორმაციით საგამოძიებო ორგანოში ამ დროისთვის დაკითხვაზე არავინ იმყოფება, თუმცა ცნობილია, რომ პროკურატურაში დღეს ბესიკ ხარძიანის ოჯახის წევრებს დაკითხავენ, მათ შორის გარდაცვლილი ბიზნესმენის მეუღლეს.
ამ დროისთვის საგამოძიებო ორგანოს უკვე აქვს რამდენიმე ჩვენება მათ შორის მოკლული ბიზნესმენის ქალიშვილის.
"ვესწრებოდი ხარძიანის ქალიშვილის დაკითხვას სადაც მან გაიხსენს პიროვნებები, ასევე სხვადასხვა საგნები, სატრასნპოსტრო საშუალებები, რომელსაც შეიძლება კავშირი ჰქონდეს მკვლელობასთან. გვიან ღამემდე გრძელდებოდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. მიმდინარეობს კონკრეტიზაიცის პროცესი ამოსაცნობად ვარგისი ფოტოსურათის ან პიროვნების დადგენისთვის, რომელიც საშუალებას მოგვცემს დამნაშავე წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე,"-აცხადებს სალაყაია.
შეგახსენებთ, რომ მომხდარზე გამოძიება 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. საქმის გამოსაძიებლად პროკურატუირაში სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა.