გახსოვთ მანიაკი კომენდანტი '' შინდლერის სიიდან" ნება-ნება რომ ხოცავდა ტუსაღებს შაშხანით?
იმ ტუსაღების დღეში ვართ ახლა ჩვენც.
საინფორმაციო ომის და პოლიტიკური ბრძოლის პარალელურად საქმეში ე.წ."ტურები" ანუ მკვლელები ჩართეს.
სხედან ახლა ეს რეპტილიები,სვამენ ყავას და ბჭობენ,ვინ იქნება შემდეგი,ვიზე რა რეზონანსი იქნება და ვინ რა რეაქციას მიცემს.
რეაქციებიც ისეთია,როგორსაც გეგმავენ.
ხმაურიანი და გაუხსნელი მკვლელობები იმ ყულფის მოჭერაა,რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას "მცოცავი ლიბერალური რევანშის" სახით კისერზე ჩამოაცვეს.
ეს ყულფი ყველას ქართველს მოგვიღებს ბოლოს და დაამთავრებს სააკაშვილის დაწყებულ საქმეს.
შედეგი კი "კოლუმბიური ჰალსტუხი" იქნება, თუ მთავრობა დროზე არ მოეგო გონს და სასწრაფო ზომებს არ მიმართა.