ივერიონი / ლაშა ჩხარტიშვილი კახა ბენდუქიძეს უჩივის

ლაშა ჩხარტიშვილი კახა ბენდუქიძეს უჩივის

"კახა ბენდუქიძე, როგორც საქართველოს ყიდდა ნაწილ-ნაწილ, ახლა იგივე საქმიანობით არის დაკავებული აგრალურ უნივერსიტეტთან მიმართებაში", _ ამის შესახებ უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი ჟურნალისტებთან საუბრობს.


ლაშა ჩხარტიშვილმა პროკურატურაში განცხადება შეიტანა და აგრარულ უნივერსიტეტში კახა ბენდუქიძის საქმიანობის გამოძიება მოითხოვა.

ჩხარტიშვილის განცხადებით, კახა ბენდუქიძეს აგრარული უნივერსიტეტი თითქმის უსასყიდლოდ გადასცეს. უნივერსიტეტის შემადგენლობაშია ზოოვეტერინალური და სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტი, ასევე 17 კვლევითი დაწესებულება.

"უნივერსიტეტსა და კვლევით დაწესებულებებს შენობები წაართვეს. საქართველოში აგრარული და ვეტერინარული მეცნიერების გადარჩენის ერთადერთი გზა არის აგრარულ უნივერსიტეტთან დაკავშირებით კახა ბენდუქიძის საქმიანობის გამოძიება და მისგან პასუხისგება," _ განაცხადა უფლებადამცველმა.

15-11-2012, 16:50
უკან დაბრუნება