საქართველოს პრეზიდენტი ადასტურებს, რომ გადადგომის ზღვარზე იყო.
განცხადება ამასთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილმა რუსთავი2-ის ეთერში გააკეთა.
თოქშოუ არჩევანში საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდება. თუმცა, ის ამ პროცესებში ჩართვას არ აპირებს.
"იმ საკითხების განხილვა, რაც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს, იქ რჩება ხოლმე. ზეწოლა მიმდინარეობს კი და ეს მთელი წელია, გრძელდება. ეს არ არის კულუარული პროცესი. ეს არის ღია კრიტიკა ჩემდამი. ამ ეტაპზე მე ძალიან მშვიდად ვუყურებ ამ კრიტიკას. ხშიად პოლიტიკოსებს ავიწყდებათ, რომ მე რომელიმე პარტიის წევრი არ ვარ. პოლიტიკოსების განცხადებები გარკვეულ ზღვარს ხშირად სცდება ხოლმე. ზედმეტად ეჭვიანობენ ჩემს ყოველ გამონათქვამზე. მე ვარ ყველას პრეზიდენტი," – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი