ივერიონი / გახმაურებული საქმეები და პროკურატურის კრიტიკა-რა წერია უჩა ნანუაშვილის ანგარიშში?

გახმაურებული საქმეები და პროკურატურის კრიტიკა-რა წერია უჩა ნანუაშვილის ანგარიშში?

სახალხო დამცველი 2014 წლის ანგარიშს აქვეყნებს და განსაკუთრებულ ყურადღებას გახამურებული საქმეების დროულად გამოძიებაზე ამახვილებს.

 

უჩა ნანუაშვილმა სპეციალურ პრეს-კონფერენციაზე იმ საქმეებს შორის, რომლებზეც მისი თქმით დღემდე კითხვის ნიშნები რჩება თბილისის მერიის და საკრებულოს თანამშრომლების თავისუფლების სავარაუდო უკანონო აღკვეთა,  მერაბიშვილის საკნიდან უკანონო გყვანა, ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტი და სხვა მოვლენები დაასახელა.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ დროულად უნდა მოხდეს ეროსი კიწმარიშვილისა და ბესიკ ხარძიანის საქმეების გამოძიება.

 

უჩა ნანუაშვილმა ხაზგასმით ისაუბრა პროკურატურის დამოუკიდებლობაზე და განმარტა, რომ მიუხედავად სახალხო დამცველის აპარატის არაერთი რეკომენდაციისა დღემდე რჩება ლეგიტიმური კითხვები პროკურატურის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.

 

უჩა ნანუაშვილმა საკუთარ ანგარიშში ლაფანყურის საქმისა და პატიმრების მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეების გამოძიებზეც გაამახვილა ყურადღება. 

1-04-2015, 10:41
უკან დაბრუნება