ივერიონი / თორნიკე შარაშენიძე: პრეზიდენტი ლაპარაკობდა უკვე, როგორც უკვე ჩამოყალიბებული პოლიტიკური ფიგურა

თორნიკე შარაშენიძე: პრეზიდენტი ლაპარაკობდა უკვე, როგორც უკვე ჩამოყალიბებული პოლიტიკური ფიგურა

პრეზიდენტი ლაპარაკობდა უკვე, როგორც ჩამოყალიბებული ფიგურა, ამის შესახებ გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის   ექსპერტმა, თორნიკე შარაშენიძემ განაცხადა.

 

მისი  თქმით, პრეზიდენტის გუშინდელი გამოსვლა პარლამენტში, გასული წლის მოხსენებასთან შედარებით, უფრო თამამი იყო.

"პრეზიდენტი ლაპარაკობდა უკვე, როგორც უკვე ჩამოყალიბებული პოლიტიკური ფიგურა. განსხვავებით შარშანდელისგან, ეს გამოსვლა იყო უფრო თამამი, აქცენტები უფრო დასვა და განსაკუთრებით საინტერესო იყო, ჩემი აზრით, გამოსვლა, სადაც მან გააკრიტიკა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტება და გაურკვეველი საბჭოების და კომისიების შექმნა", - განაცხადა შარაშენიძემ.

1-04-2015, 11:29
უკან დაბრუნება