ივერიონი / ვისზე გადის შეკვეთილი მკვლელობების კვალი?

ვისზე გადის შეკვეთილი მკვლელობების კვალი?

უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მრჩეველი მიხეილ სააკაშვილი აგრძელებს შეკვეთილ მკვლელობებს თბილისში.

ყველა შეკვეთილი მკვლელობა მოდის კიევიდან სააკაშვილისა და მისი გარემოცვის მიერ. სააკაშვილი გეგმავს კიდევ 3 მკვლელობას. ამის შესახებ ტელეკომპანია "იმედი"-ს პირდაპირ ეთერში "პატრიოტთა ალიანსი"-ს ლიდერმა ირმა ინაშვილმაც ისაუბრა.

"თბილისში სიტუაცია გამწვავდა, ცნობილი ბიზნესმენის, ბესო ხარძიანის მკვლელობის შემდეგ.

ხარძიანმა საკუთარი ძალებით დაიბრუნა სააკაშვილის რეჟიმის დროს წართმეული ქონება: გასართობი კომპლექსი კუს ტბა, ვინაიდან ახალი ხელისუფლების მიერ დაპირებული სამართლიანობის აღდგენა არ დაწყებულა.

ამ წლის თებერვალში, საკუთარი შვილის საფლავზე ააფეთქეს სამართლიანობისთვის მებრძოლი, ცნობილი საზოგადო მოღვაწე, იური ვაზაგაშვილი. სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მისი შვილი პოლიციელებმა ჩაცხრილეს მანქანაში, რაც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ქართულ ტელევიზიებში.

შ.ს.ს-მ და პროკურატურამ არ გამოიძიეს ეს მძიმე საქმე. იური ვაზაგაშვილი არ გაჩერდა და საკუთარი ძალებით გააგრძელა ამ საქმის გამოძიება. მან მკვლელებს სააკაშვილის ზონდერები დაარქვა, რომლებიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც სამართალდამცველ სტრუქტურებში, მაღალ თანამდებობებზე დარჩნენ.

მკვლელების დადგენის შემდეგ, იური ვაზაგაშვილი განსაკუთრებულილი სისასტიკით იქნა მოკლული.

როგორც ექსპერტები ამბობენ, საკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ინტერესები ისე გადაიკვეთა ერთმანეთში, რომ დღევანდელი მთავრობა არ ცდილობს სამართლიანობის აღდგენას, ხოლო ვინც მათთან დაახლოვდა მათ არავინ ეხება. რისი მაგალითიცაა დავით ბეჟუაშვილი.

მილიარდერმა დავით ბეჟუაშვილმა, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ბიზნესმენებს წაართვა პორტები, ქარხნები და მაღაროები, რის შედეგადაც იშოვა დიდი ქონება. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი მისი ყველა ქონებრივი პრობლემა, ახალ ხელისუფლებასთან ივანიშვილის რჩეულმა კახი კალაძემ მოაგვარა. ასე რომ "ბრილიანტის" დავითს მითვისებული ქონების დაბრუნება აღარ მოუწია. ხელისუფლების ასეთი დამოკიდებულებების გამო არ აღსდგა საქართველოში სამართლიანობა, ვინაიდან ეს მათ ინტერესებში არ შედიოდა, ასევე პოლიტიკური ნების არ არსებობის გამო მოუგვარებელი იყო ბესო ხარძიანის ქონებრივი პრობლემაც.

სანამ ექსპერტები მსჯელობენ: ბესო ხარძიანის მკვლელობის სავარაუდო შემკვეთი, სააკაშვილის მთავარი ზონდერი, გია უდესიანი კიევში იმალება. მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დიდ ფულს შოულობს და ასობით ქართველს წვრთნის ნებისმიერი სპეც დავალების შესასრულებლად. სააკაშვილის გარემოცვა ხშირად ამბობს რომ ჯერ არ გასწორებიან მათ დაუძინებელ მტრებს: ემზარ კვიციანს და ლევან მამალაძეს ხოლო ივანიშვილამდე მისვლას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ.

პოლიტიკური სიტუაცია: საქართველოს უფსკრულში მიაქანებს. სააკაშვილი ძებნაშია, თუმცა ქართული ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს მის დასაკავებლად. ექსპერტები ამბობენ, რომ სააკაშვილი შურისმაძიებელი ადამიანია და სანამ ის თავისუფლებაში იმყოფება, სერიული, პოლიტიკური მკვლელობები საქართველოში გაგრძელდება. ვის დაეწევა შურისძიების ტყვია ამას უკვე დრო აჩვენებს" – წერს გამოცემა.

 

 

 წყარო: http://slovo.net.ua/world/186-radnik-prezidenta-poroshenko-mikhajlo-saakashvili-prodovzhue-vbivstva-v-tbilisi

 

1-04-2015, 11:52
უკან დაბრუნება