ვინ ლობირებდა "ქართულ ოცნებაში" გია უდესიანს და ირაკლი შიხიაშვილს? გაზეთ "ქრონიკა პლიუსი"-ს მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო სიაში, პირველ და მეშვიდე ნომრად სწორედ გია უდესიანი და ირაკლი შიხიაშვილი იყვნენ, რომლის შედგენაშიც, პრემიერის ცოლის ნათესავი, ზვიად ჯანყარაშვილი მონაწილეობდა.
მისივე ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ვიცე-პრემიერმა, კახა კალაძემ ამის შესახებ შეიტყო, ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილს მიაწოდა და სწორედ მისი ჩარევის შედეგად მოხდა საარჩევნო სიიდან აღნიშნული პირების ამოღება.