ე.წ კაბელების საქმეზე დაკავებული პირების წინასასამართლო სხდომის დაწყებამდე "თავისუფალი დემოკრატების" ერთერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქმე უდანაშაულო ადამიანების სასარგებლოდ დამთავრდება.
"რამდენადაც მაქვს ინფორმაცია ადვოკატების მხრიდან, მათ მიერ მომზადებული მტკიცებულებები არის მართლაც ტყვიაგაუმტარი. მე დარწმუნებული ვარ რომ მათი მიღების შემდეგ სასამართლო აუცილებლად გაითვალისწინებს და ეს საქმე ძალიან მალე დასრულდება უდანაშაულო ადამიანების სასარგებლოდ"-განაცხადა პეტრიაშვილმა.
ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების საქმეზე სამინისტროს ხუთი თანამშრომელია დაკავებული. მათ წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.