ივერიონი / ზაზა სოფრომაძე: სოციალურად დაუცველთა ქულების დათვლის ახალი სატესტო სისტემა დღეიდან ამოქმედდება

ზაზა სოფრომაძე: სოციალურად დაუცველთა ქულების დათვლის ახალი სატესტო სისტემა დღეიდან ამოქმედდება

 საქართველოს შრომის, ჯანმრტელობისა და სოციალური დავის მინისტრის მოადგილემ, ზაზა სოფრომაძემ განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველთა ქულების დათვლის ახალი სატესტო სისტემა დღეიდან ამოქმედდბა, მისი თქმით, სისტემაში შემცირებულია ინსტრუმენტები, როდესაც გადაწყვეტილების მიღება  სუბიექტურ ფაქტორებზე იქნება დამოკიდებული და სოციალურ აგენტს  არ ექნება უფლება თვითონ დანიშნოს, ან მოხსნას სოციალური დახმარება.


"დაიწყება სატესტო რეჟიმში ეს პროგრამა, პირველ ეტაპზე უახლოესი ერთი თვის განმავლობაში, დაახლოებით 5 000-მდე ბენეფიციარს შეეხება. პირველ ეტაპზე მათი გადამოწმება მოხდება. ესენი არიან მოქალაქეები, რომლებიც ახლა ერთვებიან პროგრამაში და ნაწილი იმ მოქალაქეებისა, რომლებიც აქამდე იყვნენ ჩართული პროგრამაში და გარკვეული პრობლემები არსებობდა. მთლიანად ახალი პროგრამის ჩანაცვლება ეტაპობრივად რამდენიმე თვის განმავლობაში მოხდება", - აღნიშნა სოფრომაძემ.


1-04-2015, 12:26
უკან დაბრუნება