საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური ეჭვობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ფარულად მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები უსმენენ, ამის შესახებზვიად ძიძიგურმა ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას განაცხადა.
"ჩვენ თვითონ ვართ უმრავლესობა, ხშირ შემთხვევაში, პარლამენტის კედლებშიც კი ფარული მოსმენებისგან დაუცველი. ხშირად წავაწყდებით ხოლმე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ჩვენ პარტიულ, უმრავლესობის თუ კოალიციის შეკრებაზე სიტყვა-სიტყვით გადაცემულ რეპორტაჟებს. ანუ, ფარულ მოსმენას პირიქით, უმრავლესობის მიმართულებით ახორციელებენ, ეჭვი მაქვს - გარკვეული არასამთავრობოები, ჟურნალისტები და ა.შ. ამიტომ ვფიქრობ, ფარული მოსმენები არ უნდა იყოს ქვეყანაში. ეს ეხება ხელისუფლებას და ხელისუფლებამ უკვე დაიცვა ეს წესი, ეს ეხება ასევე ყველას", - განაცხადა ძიძიგურმა ინტერპრესნიუსის ცნობით.
ფარულ მოსმენა-მიყურადებაზე ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა 31 მარტიდან ამოქმედდა.