ივერიონი / ირაკლი ალასანია: დღეს გამოიკვეთება, რამდენად დამოუკიდებელია სასამართლო

ირაკლი ალასანია: დღეს გამოიკვეთება, რამდენად დამოუკიდებელია სასამართლო

 "დღეს გამოიკვეთება, რამდენად აქვს შესაძლებლობა, დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღოს სასამართლომ, განცხადება ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.

"დღეს მთავარი საკითხი და გადასაწყვეტი თემა არის ის, ივანიშვილის პირად პატიმრებს წინასწარ პატიმრობაში დატოვებს თუ არა სასამართლო. დღეს, ჩემი აზრით, გამოიკვეთება, რამდენად აქვს შესაძლებლობა, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები მიიღოს სასამართლომ".


საქმეზე წინასასამართლო სხდომა 11:00-დან მიმდინარეობს.

1-04-2015, 13:37
უკან დაბრუნება