ივერიონი / გია ვოლსკი: არსებობს სასმართლო, რომელიც სამთავრობო მითითებებზე არ არის დამოკიდებული

გია ვოლსკი: არსებობს სასმართლო, რომელიც სამთავრობო მითითებებზე არ არის დამოკიდებული

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი პოლიტიკოსებს მოუწოდებს გამოსვლებისგან თავი შეიკავონ, აღნიშნული განცხადება ვოლსკიმ, ე.წ კაბელების საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.

 

 მისი თქმით, მაშინ როდესაც პროცესია ჩანიშნული და გამოძიება მიმდინარეობს, პოლიტიკოსებმა  რაღაც საკითხებში გარკვეულობის დემონსტრირებისგან  თავი უნდა შეიკავონ.

 

 "პოლიტიკოსებს მოვუწოდებდი, რომ როდესაც პროცესია ჩანიშნული, როდესაც გამოძიება მიმდინარეობს, შეიკავონ თავი გამოსვლებისგან და რაღაც საკითხებში გარკვეულობის დემონსტრირებისგან. იწყება პროცესი, რომელიც საკმაოდ ხმაურიანი და მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის. და საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ არსებობს სასამართლო, რომელიც არ არის დამოკიდებული სამთავრობო მითითებებზე, განაცხადა ვოლსკიმ. 

1-04-2015, 13:45
უკან დაბრუნება