ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) რამდენიმე უწყებაში დასაქმებული მისი თქმით, შესაძლო ე.წ. ოდეერის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომლებიც მრჩევლების პოზიციაზე მუშაობენ. ამ საკითხზე საუბრია ორგანიზაციის კვლევაში, რომელიც საქართველოში მრჩევლის ინსტიტუტს ეხება და რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა.
"მრჩევლების სამუშაო გამოცდილებების შესახებ (ჩV) სამინისტროებიდან IDFI-ისთვის მიწოდებილი ინფორმაციისა და მრჩევლის პოზიციაზე მყოფი პირების მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციების ანალიზის შედეგად დგინდება, რომ რამდენიმე მრჩეველი შესაძლოა იყოს ე.წ. "ოდეერი" ანუ შსს-ს ოფიცერი უსაფრთხოების საკითხებში.
"როგორც ირკვევა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მრჩეველი (2014 წლის სექტემბრის მდგომარეობით) გიორგი მეზვრიშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩევლები ზურაბ გეგუჩაძე (2014 წლის 26 სექტემბრის მდგომარეობით) და დავით ღონიაშვილი (2014 წლის აგვისტოს მდგომარეობით) ასევე სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი (2014 წლის 19 ნოემბრის მდგომარეობით) გიორგი უკლება შინაგან საქმეთა სამინისტროში იყვნენ დასაქმებულნი. აღნიშნული დგინდებაა მათ მიერ ბოლო წლებში შევსებული თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებიდან", - ნათქვამია ანგარიშში.
ორგანიზაციის თავმჯდომარის, ლევან ავალიშვილის განცხადებით, ზემოხსენებული პირების შესახებ ინფორმაცია წინასწარ ჰქონდათ და ის შემდეგ გადაამოწმეს.
"ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ კონკრეტულად ეს ადამიანები არიან ოდეერები. გადავამოწმეთ დეკლარაციებით და აღმოჩნდა, რომ სამინისტროებში მრჩევლებად მისულები იყვნენ შსს-ს სპეციალური დეპარტამენტიდან… ეს რეალურად არის ოდეეების დეპარტამენტი.
ხელისუფლების პოზიცია ოდეერებთან დაკავშირებით დაახლოებით ასეთია: საჭიროა, უსაფრთხოების ზომების დაცვა უწყებებში, საიდუმლო ინფორმაციის კონტროლი და ასე შემდეგ. ეს არის ოდეერის ინსტიტუტი დღემდე არსებობის ძირითადი არგუმენტი, თუმცა ჩვენი აზრით, ეს არის საბჭოთა გადმონაშთია და არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ არსებობს.
მე მაგალითად კითხვას დავსვამდი: რას უნდა აკეთებდეს ოდეერი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, რა საიდუმლო ინფორმაცია აქვს ამ უწყებას? ან სოფლის მეურნეობის სამინისტროში?", - განაცხადა ავალიშვილმა. IDFI ოდეერის პრაქტიკის გაუქმებას ითხოვს.
განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს წინა ხელისუფლების მინისტრის, ვერა ქობალიას მრჩევლების, ირაკლი შველიძისა და კოკა მელქაძის თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანებები. აღნიშნული დოკუმენტებიდან ჩანს, რომ მინისტრის, ვერა ქობალიას მრჩევლად ირაკლი შველიძე 2012 წლის 26 ივლის დაინიშნა, შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ვ. ლელუაშვილის წერილის საფუძველზე, ხოლო კოკა მელქაძე - 2010 წლის 30 ივნისს, შსს მინისტრის, ი. მერაბიშვილის წერილის საფუძველზე", - ნათქვაია IDFI-ის ანგარიშში