ივერიონი / შალვა შავგულიძე: ბრალდებას საფუძველი არ აქვს

შალვა შავგულიძე: ბრალდებას საფუძველი არ აქვს

დეპუტატმა შალვა შავგულიძემ ე.წ კაბელების საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან თემის კომეტირებისას განაცხადა, რომ ბრალდებას საფუძველი არ აქვს.

"მიმდინარეობს წინა სასამართლო სხდომა, რომელიც დახურულ რეჟიმში ჩატარდა, ვინაიდან შესაფასებელი იყო მტკიცებულებები და იმ მტკიცებულებათა დასაშვებლობათა საკითხი რომელიც არის გრიფით საიდუმლო. მე ვიცი რომ დაცვის მხარეს აქვს შუამდგომლობები აღკვეთის ღონისძიებების შეცვლის თაობაზე და სხვა შუამდგომლობები, რომლებსაც 15 აპრილს წინა სასამართლო სხდომაზე წარადგენენ, იმედი მაქვს რომ დადასტურდება ბრალდებულთა უდანაშაულობა, ვინაიდან პროცესზე გამომსვლელი ადვოკატები არიან ჩემი ყოფილი კოლეგები და მეგობრები და მაქვს რაღაც ინფორმაცია. ჩემ სუბიექტურ აზრს მოგახსენებთ, - მე ამ ბრალდების საფუძველს ვერ ვხედავ", - განაცხადა შავგულიძემ.

1-04-2015, 14:24
უკან დაბრუნება