10 წლის კოლუმბიელი გოგონას მშობიარობამ, რომელმაც ჯანმრთელი ბავშვი დაბადა, მსოფლიოში აღშფოთება გამოიწვია.
ადგილობრივი ტომის ვაუს წევრი, რომელიც კოლუმბიის ჩრდილეოთ ნაწილში ლა გუაჯირას ნახევარკუნძულზე ცხოვრობს, 39 კვირის ფეხმძიმე იყო, როცა საკეისრო კვეთის სექციაში მოათავსეს. წესით საკეისრო მშობიარობა 38 კვირიანებს უტარდებათ ხოლმე.
როცა 10 წლის ორსული საავადმყოფოში მივიდა, აღენიშნებოდა სისხლდენა, ცრემლებში იხრჩობოდა და ჭინთვებისაგან უზარმაზარ ტკივილებს განიცდიდა.
ექიმები რისკზე წავიდნენ და მშობიარის ასაკიდან გამომდინარე გადაწყვიტეს სასწრაფოდ გაეკეთებინათ ოპერაცია. დედა-შვილი ამჟამად თავს კარგად გრძნობენ. ბავშვი დაახლოებით 2,3 კგ იწონის.
კოლუმბიური პრესა ბავშვის მამის შესახებ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციებს ავრცელებს. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ახალდაბადებული გოგონას მამა 15 წლის ბიჭია, მე-2 წყარო კი ამბობს, რომ მამა 30 წლის მამაკაცია.
ვაუს ტომებში თინეიჯერულ ასაკში მშობიარობის შემთხვევებს მანამდეც ჰქონია ადგილი, მაგრამ ასეთ რეკორდულად ახალგაზრდულ ასაკში მშობიარობა პირველი შემთხვევა იყო და ამან დიდი აღშფოთება გამოიწვია.
"10 წლის ასაკში, როცა გოგონები ჯერ კიდევ თოჯინებს უნდა ეთამაშებოდნენ, მშობიარობა შოკისმომგვრელია." - განაცხადა ადგილობრივი რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა.
http://www.guardian.ge/article/axaliambebi/msoflio/746/