"ქართული დასის" ლიდერი, ჯონდი ბაღათურია უკრაინის მიერ, მიხეილ სააკაშვილის გადმოცემაზე უარის თქმას არადიპლომატიურ ნაბიჯს უწოდებს და აღნიშნავს, რომ უკრაინამ საერთაშორისო სამართლის ნორმა დაარღვია.
"უკრაინამ საქართველოს უარი უთხრა სააკაშვილის გადმოცემაზე ... ახლა მე გეკითხებით რა ქვია ამ საქციელს?
ამით უკრაინამ დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმა, "საერთაშორისო ხელშეკრულება" რომლის მიხედვითაც უკრაინა ვალდებულია საქართველოს გადასცეს ბრალდებული. საქართველოს პატივისცემაზე და მეგობრობაზე საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი...
დასავლეთი რა თქმა უნდა ამას მიესალმება ... ახლა მე გეკითხებით რა ქვია ან უკრაინის ან დასავლეთის ამ საქციელს?"- წერს ბაღათურია სოციალურ ქსელში.