ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მოკლული ბიზნესმენის ბესო ხარძიანის დაკრძალვაზე იმყოფებოდა. ის საზოგადოებას დაჰპირდა, რომ დამნაშავეებს საკადრისი პასუხი გაეცემათ.
"მოკლე დროში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც პრინციპულ ადამიანებს, ვინც სამართლიანობისთვის ბრძოლას თავს არ ანებებს, ტერორით უსწორდებიან ჩვენს ქვეყანაში. ვარწმუნებ არაადამიანებს, ვისაც ეს თავში მოუვიდა და ჩვენს საზოგადოებასაც, რომ მსგავსი რამ ჩვენს საზოგადოებაში ფეხს ვერ მოიკიდებს. ყველას პასუხი გაეცემა," - განაცხადა ივანიშვილმა.
ბიზნესმენი დღეს დაკრძალეს. ბესო ხარძიანი 28 მარტს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მოკლეს.