საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი, რომელიც პარლამენტმა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე დაამტკიცა, აცხადებს, რომ მუშაობა, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციების დასრულების შემდეგ, უფრო ინტენსიური გახდება.
"ჩემი ძირითადი საქმიანობა ძირითადად, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარეობდა დიდი დოზით, ამიტომ ამ თვალსაზრისით ბევრი არაფერი იცვლება. რა თქმა უნდა, რატიფიკაციების დასრულების შემდეგ ჩვენი საქმიანობა გაცილებით უფრო ინტენსიურ ფაზაში გადავა და შესაბამისად, მოგვიწევს უფრო მეტი საქმის კეთება ვიდრე ეს აქამდე იყო, იმისათვის რომ ჩვენი კანონმდებლობა მოვიყვანოთ აბსოლუტურ შესაბამისობაში ორივე ხელშეკრულებასთან, როგორც ასოცირების ასევე DCFTA-სთან,"-განაცხადა ხიდაშელმა.