როგორც იქნა საქართველოს ნაკრებმა ფეხბურთი ითამაშა. წლებია ქართველი გულშემატკივარი ჩვენი ნაკრებისგან შემტევ თამაშს ელოდა, მაგრამ ამაოდ.ახალი მთავარი მწვრთელის, კახა ცხადაძის ხელში ჩვენი ბიჭები უკვე ფეხბურთს თამაშობენ (ცდილობენ მაინც).
შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ასე უცებ, ერთბაშად ციდან ვარსკვლავებს მოვსწყვეტთ, მაგრამ სტადიონზე მოსულმა გულშემატკივარმა, ჩვენი ბიჭების შემტევი და ტექნიკური თამაშის ელემენტები იხილა, რაც გვაძლევს იმის იმედს, რომ მალე ალბათ ისევ ვიხილავთ ჩვენი გუნდებისგან მაღალი დონის ფეხბურთსის თამაშის მომსწრენი გავხდებით, რასაც აუცილებლად მოჰყვება შედეგი. ვფიქრობ, მთელი გუნდის დაცვაში ჯდომას და ანტიფეხბურთს როგორც იქნა წერტილი დაესვა. მჯერა რომ ახლო მომავალში ღირსეულ წინააღმდეგობას გავუწევთ და ევროპის გრანდებს ტოლ-სწორად გავეპაექრებით.
ახლა კი არ შემიძლია, რიგითი გულშემატკივრის აღშფოთება არ გამოვხატო იმ სამარცხვინო ფაქტის გამო, რომელიც თან ახლდა მსოფლიო ჩემპიონის თბილისში სტუმრობას - ბორის პაიჭაძის,მიხეილ მესხის,ბასა ღოღობერიძის, გაიოზ ჯეჯელავას, დავით ყიფიანის, მურთაზ ხურცილავას, ალექსანდრე ჩივაძის, ვიტალი დარასელიას, მანუჩარ მაჩაიძის და ... ა.შ. (ამ სიის გაგრძელება კიდევ ბევრი ღირსეული ქართველი ფეხბურთელით შეიძლება) ქვეყანაში, ცოტა არ იყოს უცნაურია ქართველი თინეიჯერი ქომაგი როგორ ემთხვევა ბუცზე, თუნდაც მსოფლიო ჩემპიონ ბ. შვაინშტაიგერს. ეს ხდება იმ ქვეყანაში, რომლის ლეგენდარულ ფეხბურთელებს (პაიჭაძის,მესხის და ა.შ.) ფეხზე წამოუდგებოდნენ, აპლოდისმეტნტებით აჯილდოებდნენ და ხშირად მთელი სტადიონი სკანდირებდა მათ სახელებს.
ცალკე საუბრის თემაა ის ამაზრზენი ფაქტები, რომელსაც ადგილი ქონდა მატჩის დროს. ამდენი მოედანზე “შეჭრები“ და გერმანელი ფეხბურთელებისთვის “ჩახუტებები“, არა მგონია მოვლენა იყოს.
რა გვჭირს?...რაშია საქმე?!.. ყოველივე ამის ფონზე დადებითი რეაქცია გამოიწვია იმ ქართველი ახალგაზრდის მოქმედებამ (ჯ. კანკავასთან მომხდარ ფაქტზე) და ამით თითქოს ნამუსი მოგვწმინდა. ქართულ ფეხბურთს (და არამარტო მას)... დიდი პრობლემები რომ აქვს ამ თამაშმაც დაგვანახა. ასეთი არაორგანიზებულობა უბრალოდ სირცხვილია. სად იყო სტადიონის და ქალაქის შესაბამისი სამსახურები, ან პოლიცია, რომლებსაც ევალებოდათ მატჩის უსაფრთხოებაზე ზრუნვა. ყოველივე ეს ალბათ იმის ბრალია, რომ ფეხბურთში (ქვეყანაში) არეულია ფუნქცია-მოვალეობები და პასუხისმგებლობას არავინ არაფერზე იღებს. წესით და კანონით ამ თამაშისთვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ახალი არჩეული პრეზიდენტი უნდა ჰყოლოდა! როგორც ჩანს, ფეხბურთის ფედერაციის ვადაგასული პრეზიდენტი ცდილობს ისევ მიიტაცოს თანამდებობა, სწორედ ასეთი ვადაგასულობის გამო. განუკითხაობის და თუ გნებავთ, საბოტაჟის ნიშნებიც ჩანდა ამ თამაშზე - ეს იყო ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული დაგეგმილი უმოქმედობა იმ უწყებებისა და სამსახურების მხრიდან, რომლებსაც ევალებათ თამაშის ორგანიზება და მის უსაფრთხოებაზე ზრუნვა.
ნუთუ სანამ უეფა არ დაგვტუქსავს (სანქციებს არ დაგვაკისრებს), ჩვენ არ გვაქვს თამაშის ორგანიზების თავი?
ნუთუ აღარ უნდა დამთავრდეს ფეხბურთშიც (საერთოდ ქვეყანაში) ეს ყბადაღებული კოჰაბიტაცია?!
ნუთუ ბოლო არ უნდა მიეღოს “ნაცბანდის“ საბოტაჟს და პარპაშს ქვეყანაში?...
ვფიქრობ, საქართველო-გერმანიის მატჩი იყო მორიგი ქართული სირცხვილი და უნიათობა!
როდემდე?...
მათე მურზაყანი,
რიგითი გულშემატკივარი