საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IღI) საზოგადოებრივი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. "IღI"-ს კვლევის თანახმად, ღიაობისა და გამჭვირვალობის მიხედვით, იუსტიციის სამინისტრო ყველაზე ღია და გამჭვირვალე უწყებად დასახელდა. გამოკითხულ რესპონდენტთა 16% იუსტიციის სამინისტროს სრულიად ღია და გამჭვირვალე უწყებად მიიჩნევს, ხოლო 44%-ის მიერ სახელდება როგორც მეტწილად ღია და გამჭვირვალე უწყება.
კვლევა ჩატარებულია საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევის ორგანიზაცია „Baltic Surveys/The Gallup Organization"-ის მიერ, ხოლო კვლევის საველე სამუშაოები „InstituteofPolling&Marketing“-მა (IPM)აწარმოა.