ივერიონი / პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით ეთნიკურად არაქართველი მოქალაქეებისთვის ქართული ენის შემსწავლელი კურსები გაიხსნა

პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით ეთნიკურად არაქართველი მოქალაქეებისთვის ქართული ენის შემსწავლელი კურსები გაიხსნა

სქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე და მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველთან ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდთან ერთად  ბოლნისისა და დმანისის რაიონებს ესტუმრა, სადაც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ეთნიკურად არაქართველი მოქალაქეებისთვის ქართული ენის შემსწავლელი კურსები ყველა მსურველისთვის უფასო იქნება და 3 თვეს გასტანს. პრეზიდენტის მრჩევლებმა მოინახულეს სასწავლო დაწესებულებები და პროექტის გახსნა მიულოცეს ადგილობრივ მოსახლეობას და საგანგებოდ გამოცემული სახელმძღვანელოები გადასცეს. 


ქართული ენის შემსწავლელ კურსებს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორები გაუძღვებიან. პროექტი საპილოტეა და სამომავლოდ შესაძლოა კახეთის და სამცხე-ჯავახეთის რაიონებიც მოიცვას.


ქართული ენის შემსწავლელი კურსები პირველ ეტაპზე ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში; მარნეულში, გარდაბანში, ბოლნისსა და დმანისში წარიმართება.

3-04-2015, 12:38
უკან დაბრუნება