ივერიონი / ირაკლი აბესაძე: ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" დეპუტატები თბილისის მერთან ოპონირების რეჟიმში თავიდანვე არ ყოფილან

ირაკლი აბესაძე: ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" დეპუტატები თბილისის მერთან ოპონირების რეჟიმში თავიდანვე არ ყოფილან

ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" დეპუტატები თბილისის მერთან ოპონირების რეჟიმში თავიდანვე არ ყოფილან, ამის შესახებ დედაქალაქის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობა-თბილისის" თავმჯდომარემ, ირაკლი აბესაძემ "თავისუფალი დემოკრატების" მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა.


"თავიდანვე ნათელი იყო და ჩანდა, რომ საკრებულოში "თავისუფალი დემოკრატების" ფრაქცია მერთან ოპონენტის რეჟიმში არ იყო. მათ მხარი დაუჭირეს 2015 წლის ბიუჯეტს, რომლის მხარდაჭერა არ შეიძლებოდა, თუ ისინი ოპონირებას უწევდნენ მერიას", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნულიდან გამომდინარე იმაში რაც მოხდა მათთვის მიუღებელი არაფერი არ არის. მან წარმატებები უსურვა ოპონენტებს, რათა დროზე გაერკვნენ არიან ისინი ოპოზიციაში თუ ოფიციალურად უერთდებიან "ქართულ ოცნებას" და იზიარებენ სრულად იმ პასუხისმგებლობას, რაც ხდება თბილისში.


საკრებულოს ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები" საკრებულოში მუშაობას დამოუკიდებელ ფრაქციად განაგრძობს, - ამის შესახებ ფრაქციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების თანახმად, ფრაქციამ "თავისუფალ დემოკრატებს" პარტიიდან გასვლასთან დაკავშირებით 31 მარტს მიმართა. რაც შეეხება პარტია "თავისუფალი დემოკრატებს", მათ გუშინ სპეციალური განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები" თბილისის საკრებულოში საქმიანობას წყვეტს.

3-04-2015, 13:01
უკან დაბრუნება