სომეხთა წმიდა სამოციქულო ეკლესია საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ტაძრების დაბრუნებას ითხოვს, საუბარია 6 ტაძარზე, რომელთაგან 5 თბილისში და 1 ახალციხეში მდებარეობს. ტაძრები რესტავრაციას საჭიროებს. ამის შესახებ განცხადება სომეხთა წმინდა სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენელმა ლევონ ისახანიანმა გააკეთა.
მისივე განცხადებით, მისასალმებელია მართლმადიდებლური ეკლესიის დაფინანსების გაზრდა. "თუმცა მოვითხოვთ, რომ ბიუჯეტიდან თანხები სხვა რელიგიებსაც გამოეყოთ", _ ამბობს ისახანიანი.
"თუ ჩვენი მრევლი გადასახადების გადამხდელთა 5%-ს მაინც შეადგენს, მაშინ ჩვენ ბიუჯეტიდან მართლმადიდებლური ეკლესისითვის გამოყოფილი თანხის 5% უნდა მივიღოთ," – აღნიშნა ლევონ ისახანიანმა.
დღეს '"თბილისი მარიოტში" ინტერრელიგიური ჯგუფის საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიამრთა, სადაც სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს საკუთარი პრობლემები გააცნეს.