"ეს არის ტყუილი და ძალიან ვწუხვარ, რომ სახელმწიფოებრივი საკითხებით ხდება სპეკულირება, ამაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას დღევანდელ განცხადებებს.
"ჩვენ ვნერგავთ საერთაშორისო სტანდარტებს. რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს კორუფციული ბრალდების მუხლი წაუყენეს და მისცეს პასუხისგებაში. ჩვენს მთავრობას გაცხადებული აქვს, რომ არავის დავაყენებთ კანონზე მაღლა. არც ერთი ადამიანი არ უნდა იყოს პრივილეგირებული - პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მინისტრი, სამინისტროს თანამშრომელი, ეს არის ჩვენი მთავარი პრინციპი და მიდგომა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.