პრემიერს საფრანგეთში ჯანელიძის მიერ ალასანიასთან სატელეფონო ზარის შესახებ საუბარი არ სურს.
ამ თემაზე ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვა პრემიერმა უპასუხოდ დატოვა. მისი თქმით, ამაზე მაშინ ილაპარაკებს, როცა ხალხზე საზრუნავი აღარ ექნება.
"მოგვიანებით, როცა უფრო ნაკლები საზრუნავი მექნება, გავაკეთებ ამაზე კომენტარს, თუ სურვილი მექნება, ცხადია. ჩვენი მთავარი აქცენტი გადატანილია მოსახლეობის ინტერესებზე," - ამბობს ღარიბაშვილი.