ევრევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პარტია თავისუფალი დემოკრატების" ერთერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი თავდაცვის მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
"ეს კაცი მოაშორეთ თავდაცვას, თორემ ჯარისკაცები სცემენ! სირცხვილიაააა! რეებს ლაპარაკობს!!!!!!", - წერს პეტრიაშვილი .
შეგახსენებთ, თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლების ცხედრების დაკრძალვასთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ დაკრძალვის ცერემონია არ ჩატარებულა და "ეს დნმ-ისთვის აღებული ნიმუშების მიწისთვის მიბარება იყო, რაც ნაკლებად პომპეზური და ნაკლებად მასშტაბური ღონისძიებაა".