ივერიონი / ირაკლი ალასანიამ ავღანეთში დაჭრილი სამხედროები მოინახულა

ირაკლი ალასანიამ ავღანეთში დაჭრილი სამხედროები მოინახულა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ავღანეთში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები მოინახულა.


უწყების ხელმძღვანელი გერმანიაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ჰოსპიტალს დღეს ესტუმრა. ლანდშტულის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობის კურსს ამჟამად საქართველოს შეიარაღებული ძალების ხუთი სამხედრო მოსამსახურე გადის.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ქართველი სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა და მათი პრობლემები მოისმინა. ირაკლი ალასანიამ ქართველ ჯარისკაცებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხდა და გამოჯანმრთელება უსურვა.

II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები- კაპრალი რამაზ დავითაია, რიგითი ავთანდილ ბებია, კაპრალი რომან ლიპარტელიანი, ასევე, III ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები - რიგითი ამირან კაპანაძე და კაპრალი გიგა ზივზივაძე სამშვიდობო მისიას ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ასრულებდნენ.

15-11-2012, 18:52
უკან დაბრუნება