ივერიონი / გიორგი თევზაძე: "ადამიანის უფლებების სამთავრობო გეგმის შესრულების მონიტორინგის პროცესში ყველა მომქმედი უფლებადამცველი ორგანიზაცია უნდა იყოს ჩართული"

გიორგი თევზაძე: "ადამიანის უფლებების სამთავრობო გეგმის შესრულების მონიტორინგის პროცესში ყველა მომქმედი უფლებადამცველი ორგანიზაცია უნდა იყოს ჩართული"

ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი თევზაძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ივერიონი" უცვლელად გთავაზობთ.

"როგორც მედია საშუალებებით გავრცელდა , 3 აპრილს, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ადამიანის უფლებათა დაცვის საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. როგორც მედიან გაავრცელა ინფორმაცია სამთავრობო გეგმის შესრულების მონიტორინგის პროცესში ჩართული არიან საერთაშორისო ორგანიზაციები და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები. მედიით ისიც აღინიშნა, რომ "სამოქალაქო სექტორი ითხოვს პასუხებს სამთავრობო უწყებებისგან და ხშირად იმართება ცხარე დისკუსია სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, " საინტერესოა რომელი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ჰყავს ხელისუფლებას ჩართული ამ პროცესებში როცა წლეების მანძილზე მოღვაწე არასამთავრო სექტორის წარმომადგენლები არ იქნა ჩართული ამ პროცესებში საინტერესოა ვის სჭირდება ასეთი ფორმალური სახის დემოკრატიული ფასადური მიდგომები, მითუმეტეს როდესაც ადამიანის უფლებებზე მსჯელობთ რატომღაც იგნორირებული იქნა , ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია რომელსაც მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს ადამიანის უფლებების მიმართულებით, ასევე ჩვენი ორგანიზაციის მსგავსად სხვა მომქმედი უფლებადამცველი ორგანიზაციებიც იქნა იგნორირებული. როგორც სჩანს ამგვარი მიდგომები ახალ ხელუფლებასაც წინახელისუფლებისაგან მემკვიდრეობით ერგო,- აღნიშნულია უფლებადამცველისა და ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარის გიორგი თევზაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

4-04-2015, 21:54
უკან დაბრუნება