გია უდესიანის ოჯახის წევრებს ემუქრებიან და სისხლიანი კუბოს სურათებს უგზავნიან. ინფორმაცია ამის შესახებ "პოსტსკრიპტუმს" თავად გია უდესიანმა მიაწოდა.
მისი თქმით სურათებს ბოლო დღეებში მისი ცოლ-შვილი სოციალური ქსელების მეშვეობით იღებენ.
ბიზნესმენის განცხადებით ბესო ხარძიანის მსგავსად მისი მკვლელობა შეკვეთილია და მასზე შეიარაღებული თავდასხმაა დაგეგმილი.
უდესიანმა და მისმა უფლებადამცველებმა უკვე მიმართეს ფრანგ სამართალდამცავებს შესაძლო თავდასხმის შესახებ და გია უდესიანის დაცვა მოითხოვეს.